aiRADAR by aiNOW

ბრენდის ხსენებები ერთ სივრცეში

მოაგროვეთ გამოხმაურებები შეთანხმებული წყაროებიდან, გამოყავით განმეორებადი თემები და გადასცით მნიშვნელოვანი შემთხვევა პასუხისმგებელ ადამიანს.

სადემონსტრაციო მაგალითი

ხსენებიდან მოქმედებამდე

წყაროგამოხმაურებათემა
საჯარო კომენტარისად ვნახო ფილიალის სამუშაო საათები?ინფორმაციის მოთხოვნა
ონლაინ მედიაკომპანია ახალ სერვისცენტრს ხსნის.კომპანიის სიახლე
მომხმარებლის შეფასებატექნიკოსი დროულად მოვიდა. მადლობა!მომსახურება

გამოგონილი ჩანაწერები სამუშაო პროცესის საჩვენებლად. რეალური წყაროები და წვდომა ცალკე თანხმდება.

რას მიიღებს თქვენი გუნდი

მოწესრიგებული ხსენებები

გაფილტრეთ ჩანაწერები ბრენდის, წყაროს, თარიღისა და თემის მიხედვით.

შეტყობინება მნიშვნელოვან თემაზე

განსაზღვრეთ, რომელი შემთხვევა უნდა გადაეცეს თქვენს გუნდს.

წყაროსთან დაბრუნება

შეამოწმეთ დასკვნის საფუძველი ჩანაწერის ტექსტითა და ხელმისაწვდომი ბმულით.

როგორ მუშაობს

  1. შევარჩიოთ წყაროები, ბრენდები და საკვანძო სიტყვები.
  2. შევკრიბოთ ხელმისაწვდომი ჩანაწერები და მოვაშოროთ დუბლიკატები.
  3. დავაჯგუფოთ თემები და გამოვყოთ საყურადღებო შემთხვევები.
  4. გადავცეთ შემთხვევა პასუხისმგებელ პირს და შევინახოთ განხილვის ისტორია.

კითხვები და პასუხები

რომელი წყაროები შეიძლება ჩავრთოთ?

სოციალური პლატფორმები, ონლაინ მედია და სხვა შეთანხმებული წყაროები — ხელმისაწვდომი API-ის, ლიცენზიისა და გამოყენების პირობების ფარგლებში. საბოლოო სიას წინასწარ ვამოწმებთ.

რამდენად სწრაფად განახლდება მონაცემები?

სიხშირეს თითოეული წყაროსთვის ვათანხმებთ. პლატფორმის შეზღუდვამ ან შეფერხებამ შეიძლება მონაცემების მიღება დააყოვნოს.

დავიწყოთ თქვენი ამოცანით

გვითხარით, რას აკვირდებით და რა გადაწყვეტილებისთვის გჭირდებათ მონაცემები. ერთად შევარჩევთ წყაროებსა და პაკეტს.

დანერგვის განხილვა