გაიგეთ ქართული გამოხმაურების აზრი
გამოყავით თემა და სავარაუდო ტონალობა ქართულ კომენტარებში, მათ შორის ლათინური ასოებით დაწერილ ტექსტში. ორაზროვანი შემთხვევები ანალიტიკოსთან გადაამოწმეთ.
ტექსტი, შეფასება და განმარტება
| საფეხური | მაგალითი |
|---|---|
| ორიგინალი | ori dgea pasuxs velodebi |
| ქართული ტექსტი | ორი დღეა პასუხს ველოდები |
| თემა | პასუხის დაგვიანება |
| სავარაუდო ტონალობა | ნეგატიური — საჭიროა კონტექსტის ნახვა |
ილუსტრაციაა და არა მოდელის სიზუსტის ტესტი. საბოლოო შეფასება კონტექსტის გადამოწმებას მოითხოვს.
რას მიიღებს თქვენი გუნდი
ქართული და ტრანსლიტერაცია
ერთად განიხილეთ ქართულად და ლათინური ასოებით დაწერილი გამოხმაურებები.
ტონალობის განმარტება
ნახეთ, ტექსტის რომელ მონაკვეთს ეფუძნება შეთავაზებული შეფასება.
ანალიტიკოსის შესწორება
გადაამოწმეთ ირონია, შერეული აზრი და დარგობრივი ტერმინები.
როგორ მუშაობს
- შეარჩიეთ თქვენი სფეროს ტექსტების საცდელი ნაკრები.
- შეადარეთ AI-ის შეფასება გუნდის მიერ მონიშნულ მაგალითებს.
- შეათანხმეთ კატეგორიები და გადამოწმების წესი.
- აკონტროლეთ შეცდომები ახალ მონაცემებზე და შეასწორეთ შეფასებები.
კითხვები და პასუხები
რა სიზუსტე აქვს ქართულ ანალიზს?
ერთ უნივერსალურ პროცენტს არ ვაცხადებთ. შედეგს ვზომავთ წინასწარ მონიშნულ ტექსტებზე თქვენი სფეროსა და კატეგორიების მიხედვით.
ტონალობა და კმაყოფილება ერთი და იგივეა?
არა. კომენტარის ტონალობა ტექსტის შეფასებაა; მომხმარებლის კმაყოფილება ცალკე კვლევას ან მომსახურების მონაცემებს საჭიროებს.
დავიწყოთ თქვენი ამოცანით
გვითხარით, რას აკვირდებით და რა გადაწყვეტილებისთვის გჭირდებათ მონაცემები. ერთად შევარჩევთ წყაროებსა და პაკეტს.
დანერგვის განხილვა